← სიახლე
18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბელარუსთან დამარცხდა (VIDEO)

2017-07-31


საქართელოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი გამართა და კვლავ მარცხი განიცადა. ისლანდიასთან წაგების შემდეგ, არჩილ ჟღნტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსს შეხვდა და მატჩი 63:97 დათმო.

საქართველოს ნაკრები მეორე პერიოდში გატყდა. აღნიშნული 10-წუთეული ქართველებმა 14:30 წააგეს და დიდი შესვენებისთვის 23 ქულით ჩამორჩნენ. ჩვენმა ნაკრებმა მეორე პერიოდში ვერაფერი შეცვალა და საბოლოოდ 34 ქულით დამარცხდა.

ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე, ხორვატიასთან გამართავს.

სტატისტიკა: 63:97



2008 – 2012 © u-18.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890