← სიახლე
საქართველოს 3x3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება (VIDEO)

2017-08-03



 fiba.com

საქართველოს 3x3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთის ქალაქ შოლნოკში მიემგზავრება. შესარჩევი ეტაპი 5-6 აგვისტოს აიღებს სტარტს და ჩვენი ქვეყნის ნაკრებებთან ერთად  ჯგუფში საფრანგეთისა და ესტონეთის ნაკრებებიც იასპარეზებენ. 

თამაშების განრიგი

5 აგვისტო

15:40 საფრანგეთი - საქართველო 

19:20  ესტონეთი - საქართველო 

საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 კალათბურთელი დაიცავს: ნიკა ყირიმელი, გიორგი კუჭავა, გიორგი კვაჭანტირაძე და ტატო ოთიაშვილი.

საქართველოს ნაკრები უნგრეთში 4 აგვისტოს გამთენიისას გაემგზავრება. თამაშების პირდაპირი ეთერის ყურებას მოცემულ ლინკზე შეძლებთ: https://www.youtube.com/watch?v=OAVrADcZGHg




2008 – 2012 © u-18.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890